2019-2020 წლების სეზონისთვის იუვენტუსის ფორმა მკვეთრად იცვლის დიზაინს
ინტერნეტში გავრცელდა 2019-2020 წლების სეზონისთვის ტურინის იუვენტუსის ძირითადი ფორმის ფოტოები.
ახალი მაისური გუნდის ტრადიციულ ფერებშია გადაწყვეტილი – შავსა და თეთრში, მაგრამ გაქრა ვერტიკალური ზოლები.
მაისურის მარჯვენა მხარე იქნება თეთრი, მარცხენა – შავი. ცენტრში კი გადის უწყვეტი ვარდისფერი ხაზი.
როგორც ვარაუდობენ, ტრადიციული ვერტიკალური ზოლების გაქრობა დიდად არ მოეწონებათ იუვენტუსის გულშემატკივრებს.