სპორტის სამინისტროს დაჯილდოების ცერემონიალზე 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი გამოვლინდა.
ნომინანტები იყვნენ:
ლაშა ტალახაძე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში, მსოფლიო რეკორდსმენი)
გენო პეტრიაშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში)
გურამ თუშიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში)
ნიკოლზ ბასილაშვილი (დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ATP (ეიტიპის) ტურნირების პირველი ქართველი ჩემპიონი, მსოფლიოს 21-ე ჩოგანი)
გამარჯვებული გახდა:
ლაშა ტალახაძე
წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება რუსთაველის თეატრში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.