2018 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ნინო ოძელაშვილი დასახელდა | სპორტის სამინისტროს დაჯილდოება
სპორტის სამინისტროს დაჯილდოების ცერემონიალზე 2018 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი გამოვლინდა.
წარდგენილი იყვნენ:
ნინო ოძელაშვილი (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამბოში, პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი საჭიდაო სახეობებში)
ელენე ქებაძე (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამბოში)
ნანა ძაგნიძე (მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი)
ანასტასია გოტფრიდი (ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში)
ლიზი კილაძე (ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ტყვიით სროლაში)
ნინო ხუციბერიძე (ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ტყვიით სროლაში)
გამარჯვებული გახდა:
ნინო ოძელაშვილი
გამარჯვებულის სახელზე პრიზი სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა, ავთანდილ ცინცაძემ ჩაიბარა.