2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უყურა პლანეტის მოსახლეობის ნახევარმა
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უყურა პლანეტის მოსახლეობის ნახევარმა

ფიფამ თავის ოფიციალურ საიტზე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტელეაუდიტორიის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც პლანეტის მთავარ საფეხბურთო მოვლენას 3.572 მილიარდმა ადამიანმა ადევნა თვალი.

იტყობინებიან, რომ მათი საერთო რაოდენობა, ვინც სატელევიზიო ტრანსლიაციებს ერთი წუთით მაინც უყურა, 3.262 მილიარდ ადამიანს მიაღწია. კიდევ დაახლოვებით 309.7 მილიონმა ტრანცლიაციებს ციფრულ პლატფორმებზე ადევნა თვალი, ხალხმრავალ ადგილებში, ბარებში და რესტორნებში, რის ხარჯზეც საერთო აუდიტორია 9.5%-ით გაიზარდა. ფინალურ მატჩს საფრანგეთის და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც 15 ივლისს გაიმართა, 1.12 მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს, საიდანაც 884.37 მილიონი სახლში, ტელევიზორში უყურებდა, ხოლო 231.82 მილიონი – ციფრულ პლატფორმებზე და სახლს გარეთ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში გაიმართა, ფინალში კი საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატიას ანგარიშით 4:2 სძლია.