უეფას შტაბ-ბინაში 2018-19 წლების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 17-წლამდე ნაკრებებს შორის გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომელსაც ზვიად ჯელაძე წვრთნის, მე-6 ჯგუფში მოხვდა რუსეთთან, დანიასთან და ესტონეთთან ერთად. მატჩები 2018 წლის 24-30 ოქტომბერს გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის მასპინძელი ქვეყანა დანია იქნება, ფინალურ ეტაპს კი ირლანდია უმასპინძლებს.
1 ჯგუფი: ჰოლანდია, შვედეთი, მონტენეგრო, ლიხტენშტაინი.
2 ჯგუფი: ბოსნია, უკრაინა, ისლანდია, გიბრალტარი.
3 ჯგუფი: ავსტრია, სლოვენია, ბულგარეთი, მალტა.
4 ჯგუფი: ესპანეთი, ისრაელი, ფარერები, მაკედონია.
5 ჯგუფი: შოტლანდია, შვეიცარია, კვიპროსი, კოსოვო.
7 ჯგუფი: საფრანგეთი, პოლონეთი, ფინეთი, ლუქსემბურგი.
8 ჯგუფი: ჩეხეთი, ნორვეგია, აზერბაიჯანი, ალბანეთი.
9 ჯგუფი: სერბეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ლიტვა.
10 ჯგუფი: თურქეთი, სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია, სან მარინო.
11 ჯგუფი: პორტუგალია, უელსი, ბელარუსი, ყაზახეთი.
12 ჯგუფი: ბელგია, საბერძნეთი, ლატვია, მოლდოვა.
13 ჯგუფი: იტალია, ხორვატია, სომხეთი, ანდორა.