ინგლისის პრემიერლიგაში დასრულდა 2018-2019 წლების სეზონი, რომლის შედეგები ცნობილია.
ჩემპიონთა ლიგაზე მოვხდნენ “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ტოტენჰემი” და “ლივერპული”, რომლებიც პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.
“ჩელსი”, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა, ითამაშებს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ამავე ტურნირის საკვალიფიკაციოში გამოვლენ – “არსენალი” და “ბარნლი”. ეს უკანასკნელი პირველად ითამაშებს ევროთასებზე 1961 წლის შემდეგ.
ჩემპიონშიფში გავარდნენ – “სუონსი”, “სტოკი” და “ვესტ ბრომვიჩი”.
პრემიერლიგაში გადავიდნენ – “ვულვერჰემპტონი” და “კარდიფი”. მესამე საგზურისთვის პლეი ოფში იბრძოლებენ – “ფულჰემი”, “ასტონ ვილა”, “მიდლსბრო” და “დერბი”.