ინტერნეტ-პორტალმა Goal.com-მა მეტოქის კართან შექმნილი მომენტების მიხედვით ევროპის ხუთ საუკეთესო ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთა რეიტინგი შეადგინა.
პირველი ადგილი დაიკავა “მარსელის” შემტევმა დმიტრი პაიემ, რომლის ანგარიშზე 121 საგოლე მომენტი მოდის. პირველ სამეულში არიან – კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”) და ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”).
მხოლოდ მეათე ადგილზეა “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი, მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ კი TOP20-ში ვერ მოხვდა.
შექმნილი მომენტების მიხედვით ევროპული სეზონის TOP20 ასე გამოიყურება:
1. დმიტრი პაიე (“მარსელი”) – 121
2. კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”) – 106
3. ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”) – 95
3. კრისტიან ერიქსენი (“ტოტენჰემი”) – 95
5. ალეხანდრო გომესი (“ატალანტა”) – 93
5. სესკ ფაბრეგასი (“ჩელსი”) – 93
5. ბენჟამენ ბურიგო (“რენი”) – 93
8. მესუთ იოზილი (“არსენალი”) – 89
8. ლუის ალბერტო (“ლაციო”) – 89
10. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 86
11. ედენ აზარი “(ჩელსი”) – 84
11. მატიე დოსევი (“მეცი”) – 84
13. მალკომი (“ბორდო”) – 82
13. პასკალ გროსი (“ბრაიტონი”) – 82
15. სუსო (“მილანი”) – 79
15. ფილიპ მაქსი (“აუგსბურგი”) – 79
17. ალექსანდრ კოლაროვი (“რომა”) – 78
18. სერდან შაქირი (“სტოკი”) – 77
19. ალექსის სანჩესი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 77
20. ლუკას პერესი (“დეპორტივო”) – 77