20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში სამი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში სამი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დღეს სტარტი აიღო 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

ასპარეზობაში ხუთი ქართველი ჩაერთო, რომელთაგანაც სამი ნახევარფინალში გავიდა.

ლუკა ღვინჯილიამ (-57 კგ) ეგვიპტელი აბდელრაჰმან ელსაიდ მაჰმუდი, პოლონელი რაფა რომან სზევცი, ყირგიზი ლუხან დოკტურბეკ უულუ დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის ამერიკელ იორ რასელ ვოლკს შეხვდება.

ოთარ ადეიშვილმა (-79 კგ) ესპანელი გაბრიელ იგლესიას რამოსი, ყაზახი შამსატ ტაირი დაამარცხა და ნახევარფინალში ირანელ სობჰან ჰოოშანგ იარის დაუპირისპირდება.

ლუკა ხუჭუამ (-97 კგ) ბულგარელი სალიევი დაამარცხა და ნახევარფინალში მისი მეტოქე აშშ-ის წარმომადგენელი ბენჟამინ ალენ კუეტერი იქნება.

ნახევარფინალები 19:00 დაიწყება.