20-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე გამომსვლელი თავისუფალი სტილით მოჭიდავეების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება ამბროლაურში გაიარა და ქართველი ახალგაზრდები დღეს იტალიაში ჩავიდნენ. ევროპის ჩემპიონატზე კი 1 ივლისიდან იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
57 კგ – ლუკა ღვინჯილია
61 კგ – დავით აბდალაძე
65 კგ – ლუკა ჯანეზაშვილი
70 კგ – დავით კუჭუაშვილი
74 კგ – ლუკა ჩხიტუნიძე
79 კგ – ოთარ ადეიშვილი
86 კგ – დავით კოღუაშვილი
92 კგ – ანდრო მარგიშვილი
97 კგ – ლუკა ხუჭუა
125 კგ – მერაბ სულეიმანიშვილი.