20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე გამოსვლას დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ #1TVSPORT
ესპანეთში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ასპარეზობას საქართველოს ნაკრების თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა კონტინენტის პირველობაზე:
57 კგ – ლუკა ღვინჯილია
61 კგ – თორნიკე ასაბაშვილი
65 კგ – გოგა ოთინაშვილი
70 კგ – საბა კობახიძე
74 კგ – გიორგი გოგრიჭიანი
79 კგ – ოთარ ადეიშვილი
86 კგ – თორნიკე სამხარაძე
92 კგ – გიორგი რომელაშვილი
97 კგ – ნიკა ფანცულაია
125 კგ – ზურაბ რომელაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ბელდუხ გავაშელიშვილი;
მწვრთნელები: ლაშა ქეთიშვილი, შალვა მუზიაშვილი, თემურ მურღულია.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში ორი დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.