1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი სალვატორე სკილაჩი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT
ფეხბურთში მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი სალვატორე სკილაჩი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სკილაჩიმ იტალიაში ჩატარებულ მუნდიალზე 6 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის ეროვნული გუნდი მასთან ერთად ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც არგენტინასთან დამარცხდა.
კარიერის განმავლობაში სალვატორე სკილაჩი „იუვენტუსისა“ და „მილანის“ ღირსებასაც იცავდა. იტალიელ ფეხბურთელს მსხვილი ნაწლავის კიბო ჰქონდა.