19 წლის ტიაგო ალიმადა, შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს
19 წლის ტიაგო ალიმადა, შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს

„ველესის“ შემტევი ნახევარმცველი ტიაგო ალიმადა კატალონიური გრანდის ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება არგენტინული კლუბის მენჯერი პაბლო კავალიერო.

„ბარსელონადან“ ალიმადას შესახებ ინფორმაციის გაგზავნა გვთხოვეს,  – ციტირებს პაბლო კავალიეროს სიტყვებს Goal.com. – თუ კლუბისთვის და ფეხბურთელისთვის ხელსაყრელი წინადადება იქნება, რა თქმა უნდა, განვიხილავთ“.

ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელის კონტრაქტი „ველესთან“ 2023 წლამდეა ძალაში. პორტალი „ტრანსფერმარკეტი“ ტიაგო ალიმადას 18 მილიონ ევროდ აფასებს.

ალიმადამ მიმდინარე სეზონში „ველესის“ შემადგენლობაში სულ 47 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.