19 წლის საბა ზოიძის სადებიუტო გოლი ეროვნული ლიგის 33-ე ტურში საუკეთესოდ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა 33-ე ტურის საუკეთესო გოლი დაასახელა. გამორჩეულად „გაგრის“ მოთამაშის, საბა ზოიძის გოლი აღიარეს.

„გაგრის“ ფეხბურთელი „საბურთალოს“ წინააღმდეგ მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა, 87-ე წუთზე კი შორეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და, როგორც მერე გაირკვა, თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლო. ამის შემდეგ „გაგრამ“ მეორე გოლის გატანაც მოახერხა და ერთ-ერთ ლიდერთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.

საბა ზოიძე 19 წლისაა და ამპლუით შემტევი ნახევარმცველია. ის პროფესიულ დონეზე პირველ სეზონს ატარებს. მან „გაგრის“ ფორმით სულ ხუთი შეხვედრა გამართა და ხუთივე შემთხვევაში მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. „საბურთალოსთან“ მატჩამდე ზოიძის ანგარიშზეც არც გოლი და არც საგოლე გადაცემა არ ყოფილა.

სადებიუტო გოლი 19 წლის ახალგაზრდისთვის იღბლიანი გამოდგა. ამის შემდეგ ბევრმა გულშემატკივარმა პირველად გაიგო მისი სახელი და გვარი და აღიარებაც დაიმსახურა.