ისრაელმა ლიხტენშტაინი 2:1 დაამარცხა და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, რომელსაც თბილისი მასპინლობს, გალიდერდა.
მინი-ტურნირის შეხვედრაში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო არენაზე გაიმართა, ანგარიში ისრაელმა გახსნა – მე-10 წუთზე გუნდი ლიელ აბადამ დააწინაურა. 55-ე წუთზე ლიხტენშტაინის ნახევარმცველმა ფაბიენ უნტერაინერმა წონასწორობა აღადგინა – 1:1. ისრაელმა გამარჯვების გოლი საფინალო სასტვენამდე მცირე ხნით ადრე გაიტანა – 83-ე წუთზე ედენ კარზევმა ზუსტი დარტყმით ისრაელს სამი ქულა მოუტანა და ჯგუფში გაალიდერა.
დღესვე, 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მთავარ არენაზე საქართველო აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, გიორგი მიქაძის გაწვრთნილებიც 6 ქულას დააგროვებენ, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით ჯგუფში ლიდერობას მოიპოვებენ.