19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ვფიქრობ ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ
19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ვფიქრობ ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიხტენშტაინი 7:0 გაანადგურა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წარმატებით დაიწყო.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ პირველ არხთან, თბილისში მიმდინარე მინი-ტურნირის პირველი შეხვედრა შეაფასა.

„ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ფეხბურთელები მოედანზე მოდუნებულები არ გამოსულიყვნენ. ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ და მე ვფიქრობ, რომ ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, ძალიან ბევრი გოლი გავიტანეთ და თამაშიც ხარისხიც ძალიან კარგი იყო. შევეცდებით, რომ აზერბაიჯანთან შემდეგი შეხვედრისთვის კარგად მოვემზადოთ და გულშემატკივარი ისევ გავახაროთ“ – განაცხადა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ შეხვედრას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 17 ნოემბერს აზერბაიჯანთან ჩაატარებს, ხოლო ისრაელი ლიხტენშტეინს დაუპირისპირდება.