ზუკა დავითაშვილი - შევეცდები გუნდისთვის უფრო მეტი გავაკეთო
ზუკა დავითაშვილი - შევეცდები გუნდისთვის უფრო მეტი გავაკეთო

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წარმატებით დაიწყო – გიორგი მიქაძის გუნდმა პირველ შეხვედრაში ლიხტენშტაინი 7:0 გაანადგურა.

პირველი გოლი გუნდის ლიდერმა ზუკა დავითაშვილმა გაიტანა – თბილისის „ლოკომოტივის“ შემტევმა ნახევარმცველმა, ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა.

„სასიამოვნო ფეხბურთი ვაჩვენეთ და გულშემატკივარი გავახარეთ. იმედია, რომ იგივეს გავიმეორებთ შემდეგ შეხვედრაში, სადაც აზერბაიჯანის სახით ოდნავ უკეთესი მეტოქე გვეყოლება. რაც შეეხება ჩემს თამაშს, მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. შევეცდები, რომ გუნდისთვის უფრო მეტი გავაკეთო“ – განაცხადა დავითაშვილმა პირველ არხთან.

საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს 17 ნოემბერს, აზერბაიჯანის 19 წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.