საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა იტალიელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.
პირველ ტაიმში სტუმრები დაწინაურდნენ. თავი მე-16 წუთზე მოტამ გამოიჩინა. თუმცა, 24-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის გადაცემით გიორგი გულიაშვილმა წონასწორობა აღადგინა.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო, მე-60 წუთზე კი დაწინაურება შეეძლო – დავითაშვილმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილებმა მატჩის მიწურულს მიზანს მაინც მიაღწიეს. 88-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმა ცოტნე ფაცაციამ შეასულა და იტალიის კარის ბადე მეორედ შეარხია 2:1.
საქართველო U19: ბულისკერია, ჯაფარიძე, ბუიღლიშვილი, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, დარცმელია, გულიაშვილი, დავითაშვილი, ინჯგია, ბაბუნაძე.
შეცვლაზე: კვარაცხელია, ივანიაძე, გაბუნია, შეყილაძე, ფაცაცია, ნანობაშვილი, გაბელაია.