19-წლამდელების მწვრთნელმა შემადგენლობა გამოაცხადა
19-წლამდელების მწვრთნელმა შემადგენლობა გამოაცხადა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის დასკვნით შეკრებას იწყებს.

14-20 ნოემბერს თბილისში 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპისთვის დასკვნით შეკრება დაიწყო. გიორგი მიქაძის გუნდი მინი-ტურნირზე ელიტ-რაუნდის საგზურის მოსაპოვებლად ისრაელის, აზერბაიჯანის და ლიხტენშტაინის ნაკრებების წინააღმდეგ იბრძოლებს.

მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოიყენებს:

მეკარეები: დემეტრე ბულისკერია, გიორგი მამარდაშვილი (ორივე – დინამო თბ)

მცველები: ბექა ბუიღლიშვილი, ლუკა ჯაფარიძე (ლოკომოტივი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი, ლევან ხარაბაძე (ორივე – დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი)

ნახევარმცველები: თამაზ ბაბუნაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ბექა დარცმელია (ყველა – დინამო თბ), ცოტნე ფაცაცია (მერანი), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), ლაშა ნანობაშვილი (შევარდენი), გიორგი ივანიაძე (გაგრა)

თავდამსხმელები: რევაზ ინჯგია, შოთა შეყილაძე (ორივე – ლოკომოტივი), ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), თემურ გაბუნია (დინამო თბ)
ტურნირის კალენდარი:

14.11 საქართველო-ლიხტეინშტეინი

17.11 საქართველო-აზერბაიჯანი

20.11 ისრაელი-საქართველო