საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის თურქეთში ემზადებოდა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილებმა ქალაქ სიდეში ამხანაგური შეხვედრა გამართეს და ფრეს დასჯერდნენ..
ჩენი 19-წლამდელების მეტოქე ტაჯიკეთის 19-წლამდე ნაკრები იყო. სფფ-ს ცნობით, შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა, გოლის გატანის შანსი ორივე ნაკრებს ჰქონდა, თუმცა, ვერც ერთმა ვერ ისარგებლა და მატჩი უოლოდ დასრულდა – 0:0.
ტაჯიკეთი – საქართველო (0:0)
საქართველო: კუტალაძე (46. ლომიძე), კაპანაძე (58. აწყურელი), გელაშვილი, ჯანგიძე (83. სამსონია), ხარაიშვილი (72. ჭავჭანიძე), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (58. ფარულავა), გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი (15′ ნონიკაშვილი), იაკობიძე, კალანდაძე (83. მამულაშვილი)
სათადარიგოები: გაგნიძე
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის ემზადება. გუნდი მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან შოტლანდიის, საფრანგეთისა და რუსეთის 19-წლამდე ნაკრებები. მინი-ტურნირი 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით საფრანგეთში ჩატარდება.