19-წლამდელები შესარჩევისთვის ემზადებიან – თბილისში პოლონეთი გვესტუმრება
10 სექტემბერს, „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე, საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდება.
ეს მატჩი გუნდისთვის ევროშესარჩევი ციკლის დაწყებამდე 19-წლამდე ნაკრებისთვის ბოლო საკონტროლო მატჩი იქნება. ოფიციალუყრი მატჩები 9-15 ქოტომბერს გაიმართება, საქართველსო მეტოქე კი ჯგუფში უნგრეთი, ხორვატია და ყაზახეთი იქნებიან, ტურნირს კი უნგრეთის ქალაქი დიორი უმასპინძლებს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ფეხბურთელები უკვე შეარჩია:
მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა მიქაია (ანორთოსისი, კვიპროსი), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი)
მცველები: თორნიკე ჯანგიძე, სანდრო კალანდაძე, ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე, (ლოკომოტივი), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია)
ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი, ნოდარ ლომინაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი (ყველა – დინამო თბ), ბექა ხარაიშვილი, შოთა ნონიკაშვილი (ორივე – საბურთალო), გიორგი კანდელაკი (თელავი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა), გიორგი ლომთაძე (ლოკომოტივი)
თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).