19-წლამდელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
19-წლამდელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრო 2020-ისთვის ემზადება. მანამდე, ლევან ბაჯელიძის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – 27 და 29 იანვარს, ვარკეთილის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე, 19-წლამდელები აზერბაიჯანს დაუპირისპირდებიან. ორივე შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

მატჩებისთვის მზადება გუნდმა 22 იანვრიდან დაიწყო. ამ დროისთვის შეკრებაზე 19 ფეხბურთელია:

მეკარეები: სვეტლანა გაბელია, ვარდო ცაგურია (მართვე, ქუთაისი)

​მცველები: ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია (ორივე – ნიკე, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი, ელენე რაუხი, ანი მინაძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ანი ძაძუა

ნახევარმცველები: ნათია დანელია, ანასტასია ბოლქვაძე, ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია, ანი აკობიძე (ყველა – ნიკე, თბილისი), ანა წულაია (კოლხეთი, ხობი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი).

​თავდამსხმელები: მეგი გოცირიძე, ანა მოზაიძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი)

შეგახსენებთ, 2020 წელს 19-წლამდე გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. შესაბამისად ჩვენი ქვეყნის გოგონათა ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ევრო 2020 საქართველოში 21 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საუკეთესოს ტიტულისთვის ევროპის რვა ნაკრები იბრძოლებს.