19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - მაისურაძემ მნიშვნელოვანი ოთხეული დაიმატა #1TVSPORT
19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - მაისურაძემ მნიშვნელოვანი ოთხეული დაიმატა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდებისთვის ემზადება, რომელსაც გუნდი 23-დან 29 მარტის ჩათვლით ხორვატიაში გამართავს. ვასილ მაისურაძემ 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

გუნდს „დინამო თბილისის“ მცველი – ლუკა სალუქვაძე გამოაკლდა. სამაგიეროდ, გუნდს დაეხმარებიან ის მოთამაშეები, რომლებიც ბოლო დროს გუნდს ვერ ეხმარებოდნენ – საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), რომელიც ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი) და გიორგი აბუაშვილი (პორტუ, პორტუგალია).

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი)

მცველები: საბა ხვადაგიანი, თემურ გოგნაძე, დავით გოგოტიშვილი, მუხრან ბაგრატიონი, თორნიკე დუნდუა, ნიკოლოზ უგრეხელიძე, ლუკა ლაცაბიძე (ყველა – დინამო თბილისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), ზურაბ რუხაძე (საბურთალო)

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი, გიზო მამაგეიშვილი, გეგი გეგუჩაძე, ლუკა წულუკიძე (ყველა – საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი, ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი), ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი)

თავდამსხმელები: დიმიტრი ღურწკაია, გიორგი გვიშიანი, ჯადული იობაშვილი (სამივე – დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (თელავი), გიორგი აბუაშვილი (პორტუ, პორტუგალია)


U19 ელიტ რაუნდი. მატჩების განრიგი

23 მარტი

რუმინეთი V საქართველო

26 მარტი

საქართველო V ისლანდია

29 მარტი

საქართველო V ხორვატია