19 ქულა „გრან კანარიასთან“ - გიორგი შერმადინმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეხუთე მატჩი მოიგო #1TVSPORT
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა. მეექვსე ტურში მისი „ტენერიფე“ კანარულ დერბიში „გრან კანარიას“ ეწვია და 86:70 დაამარცხა.
მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო, თუმცა მეოთხე პერიოდში ტენერიფელებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს და მეექვსე ტურში მეხუთე მოგება გაიფორმეს.
წარმატება გამოცდილი დუეტის დამსახურებაა: გიორგი შერმადინმა 24 წუთში 19 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, ხოლო გამთამაშებელმა მარსელინიო უერტასმა – 22 ქულა ჩააგდო.
შერმადინის გუნდს უახლოესი მატჩი 2 ნოემბერს ელის: ჩემპიონთა ლიგაზე ისრაელის „ბნეი ჰერცლიას“ დაუპირისპირდება.