19 ქულა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში - შერმადინის „ტენერიფე“ „სტრასბურთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ რვაეულზე ჩემპიონობის ამბიციით ჩავიდა. ეს ჩვენს ვებგვერდთან საუბარში გიორგიმაც დაადასტურა, თუმცა ტენერიფელებს უხერხული მეტოქე ჰყავდათ.
ფრანგულმა „სტრასბურმა“ ბოლო წამებამდე მედგრად იბრძოლა და ოვერტაიმში 88:86 გაიმარჯვა. ამ მარცხით ესპანური გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
შერმადინმა თამაში სასტარტოდან დაიწყო, 35 წუთში 19 ქულა (6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო), 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა.
შეგახსენებთ, რომ თამაშამდე ერთი დღით ადრე გიორგის ნიჟნი ნოვგოროდში 22 საათი აეროპორტში მოუწია ყოფნა.