180 უფლებადამცველი ორგანიზაცია 2022 წლის ოლიმპიადის ბოიკოტირებას ითხოვს
180 უფლებადამცველი ორგანიზაცია 2022 წლის ოლიმპიადის ბოიკოტირებას ითხოვს

უფლებადამცველთა 180 ორგანიზაციისგან შემდგარმა კოალიციამ პეკინის ზამთრის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტისკენ მოუწოდა. ამის მიზეზია ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

უფლებადამცველი ჯგუფები ტიბეტელების, უიღურების, ჰონგ კონგის მაცხოვრებლებისა და სხვების ინტერესებს წარმოადგენენ. ისინი აცხადებენ ეთნიკური უმცირესობების მიმართ რეპრესიების, წამებისა და დევნის ფაქტებზე.

კოალიციამ გამოაქვეყნა ღია წერილი ქვეყნების მთავრობების მიმართ – ბოიკოტი გამოუცხადონ თამაშებს, რათა ჩინეთის მთავრობამ ეს ოლიმპიადა არ გამოიყენოს სასტიკი დარღვევებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის წასაქეზებლად.

ადრე უფლებადამცველებმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართეს თხოვნით – გადაიტანონ თამაშების ჩინეთიდან, მაგრამ კომიტეტის ხელმძღვანელობამ მათ მოთხოვნებს ყურადღება არ მიაქცია და განაცხადა, რომ არ არის დაკავებული პოლიტიკური საკითხებით.

უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმოქმედობის გამო, „მთავრობებმა უნდა დაიკავონ მკაცრი პოზიცია და აჩვენონ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური ნება, რათა წინ აღუდგნენ ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევებს“.

ჩინეთი მკვეთრად უარყოფს კრიტიკას და ამას უწოდებს შიდა საქმეებში ჩარევასა და სპორტის პოლიტიზირებას. ერთ-ერთმა ჩინელმა ჩინოვნიკმა ბრალდებას „საუკუნის ტყუილი“ უწოდა.

ზამთრის თამაშები პეკინში 2022 წლის 4-20 თებერვალს გაიმართება.