„სამგურალმა“ საჩხერის „ჩიხურას“ ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში უმასპინძლა, მეორედაც დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
პლეი ოფის განმეორებითი მატჩი წყალტუბოს „26 მაისი – არენაზე“ გაიმართა – პირველი მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხი 2-ზე“ წყალტუბოს „სამგურალმა“ ორბურთიანი სხვაობით მოიგო 0:2. წყალტუბოელებს სახლში მინიმალური ანგარიშით წაგებაც აწყობდათ.
საჩხერელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, 80-ე წუთზე, „ჩიხურას“ ცენტრალური მცველი ზურაბ ჯაფიაშვილი მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძავეს და ყველაფერი გასაგები გახდა. 89-ე წუთზე წყალტუბოელების ცენტრალური მცველი შალვა ბურჯანაძეც გააძევეს, მაგრამ ეს უკვე არაფერს წყვეტდა.
ამ ორ წითელ ბარათს შორის, გოლი გავიდა. 87-ე წუთზე სერგო კუხიანიძემ სწრაფი კონტრშეტევა განავითარა, მცველებს შორის კარგად გაძვრა და ულამაზესი გოლით „სამგურალს“ გამარჯვება მოუტანა 1:0 და – წყალტუბოელებმა ორი მატჩის ჯამში 3:0 მოიგეს და 18-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში თამაში უფლება მოიპოვეს.
დღესვე მეორე საპლეიოფო წყვილის განმეორებითი შეხვედრაც გაიმართება – ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ „ტორპედო“ „გაგრას“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ქუთაისელებმა 2:0 მოიგეს და ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნების დიდი შანსი აქვთ.
„რამაზ შენგელია – არენაზე“ ტორპედო-გაგრას მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
ფოტოები: facebook.com/TskhaltuboSamgurali