hitc.com - ჩაკვეტაძის გადაბირებაში „ტოტენჰემის“ კონკურენტი მიუნხენის „ბაიერნია“
ბელგიური გამოცემების ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირება ინგლისურ კლუბებს, „ტოტენჰემსა“ და „ბორნმუთს“ სურთ, ასევე უკრაინულ დონეცკის „შახტარსა“ და გერმანულ გრანდს, მიუნხენის „ბაიერნს“.
როგორც ბელგიური გამოცემები იუწყებიან, ბელგიური „გენტის“ 18 წლის ქართველი ნახევარმცველის მიმართ ინტერესი არ ნელდება იმის მიუხედავადაც კი, რომ ზაფხულში ბელგიურ გუნდში გადასულს სათამაშო დრო არ ჰქონდა, ხოლო თვენახევარი ტრავმირებული იყო.
ბელგიური მედია ამტკიცებს, რომ „ტოტენჰემის“ მენეჯერი მაურისიო პოჩეტინიო ქართველს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა. თუმცა, გამოცემა hitc.com-ის ცნობით, ლონდონელებს კონკურენციას მიუნხენის „ბაიერნი“ უწევს.
ხვათ შორის, ეს ორი გუნდი ჩაკვეტაძის ტრანსფერით ზაფხულშიც დაინტერსდა. მაშინ თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ გაამხილა, რომ გერმანული გრანდი მზად იყო, 18 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები სოლიდურ თანხად გამოესყიდა. საუბარი იყო 6 მილიონ ევროზე, მაგრამ ჩაკვეტაძე და მისი მენეჯერი ბელგიელებთან უკვე შეთანხმებულები იყვნენ.