საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები 11 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბა, სადაც ოთხი დღე მოემზადება.
ნაკრების მთავარა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ 22 ფეხბურთელი გამოიძახა და მათ შეკრების ბოლოს დღეს ამხანაგურ მატჩშიც დააკვირდება. 18-წლამდელები დუშეთში ლიგა 3-ის „არაგვს“ შეხვდებიან.
მეკარეები: გიორგი ანდრიაძე (გაგრა), ლევან კონცელიძე (შევარდენი);
მცველები: ნიკოლოზ გაბელაია, ბექა ხარშილაძე, არჩილ ბასარია (სამივე – დინამო თბ), ივანე სირაძე, ლუკა ჯაფარიძე (ორივე – ლოკომოტივი), არჩილ შალამბერიძე, ლუკა მაღრაძე (ორივე – შევარდენი), სერგი არჩვაძე (გაგრა).
ნახევარმცველები: ლუკა ბერიაშვილი, გიგა გულდედავა (დინამო თბ), ლაშა ნანობაშვილი, ზვიად გოგია (შევარდენი), ივანე ოქროპირიძე, შოთა შეყილაძე (ორივე – ლოკომოტივი), ლუკა ხორხელი (იბერია 2010), ვაკო ქელდიშვილი (ცხინვალი);
თავდამსხმელები: გიორგი ხარშილაძე, თემურ გაბუნია, გიორგი გოგობერიშვილი (სამივე – დინამო თბ), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი).