საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა, სტუმრად ბელარუს თანატოლებთან, პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და გაიმარჯვა.
გუნდმა რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით, პირველი საერთაშორისო მატჩი მინსკში ჩაატარა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ კი ჩვენი გუნდიდან გოლებით ხვიჩა კვარაცხელია და ანზორ მექვაბიშვილი გამოირჩნენ და საქართველომ 2:1 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, აბზიანიძე, ნონიკაშვილი, ჯანგიძე, მამულაშვილი, აწყურელი, მესიაჩენკო, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, კვარაცხელია, ჩიხრაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: კალანდაძე, ჯინჭარაძე, გულიაშვილი, დავითაშვილი, აფციაური, ტალახაძე, მელიქიშვილი, გაგუა.
ბელარუსი და საქართველო მეორე ამხანაგურ მატჩს 11 დეკემბერს ჩაატარებენ – ეს შეხვედრაც მინსკში გაიმართება.