საქართველოს 18-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა სტუმრად, ბელარუსთან პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა. მინსკის საფეხბურთო მანეჟში გამართული ეს მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
გიორგი მიქაძემ თითქმის ყველა ფეხბურთელს თავის გამოვლენის საშუალება მისცა. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
ბულისკერია, კაპანაძე (ბუიღლიშვილი 81), ჯინჯოლავა (ტოკლიკიშვილი 81), ხარშილაძე (ხვედელიძე 74), ხარაბაძე (გაბიტაშვილი 74), ფაცაცია (შეყილაძე 74), დარცმელია, დავითაშვილი, გულიაშვილი (გაბელაია 74), კვარაცხელია, ინჯგია (ივანიაძე 59).
გუნდები 6 დეკემბერს მეორე ამხანაგურ მატჩს ისევ მინსკის საფეხბურთო მანეჟში გამართავენ.