18-წლამდე ნაკრები ვასილ მაისურაძემ ჩაიბარა - მან გუნდში „კრემონეზეს“ მეორე ქართველი მოიწვია #1TVSPORT
18-წლამდე ნაკრები ვასილ მაისურაძემ ჩაიბარა - მან გუნდში „კრემონეზეს“ მეორე ქართველი მოიწვია #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს – 18 და 21 ოქტომბერს, გუნდი აზერბაიჯანის თანატოლთა გუნდს შეხვდება.

18-წლამდე ნაკრები 2023 წლის შემოდგომაზე 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს ითამაშებს. მას გამოცდილი სპეციალისტი ვასილ მაისურაძე გაწვრთნის.

მან გუნდში მიიწვია დაჩი ლორთქიფანიძე, რომელიც სერია A-სკრემონეზეში“ მოთამაშე მეორე ქართველია – 17 წლის ცენტრალური ნახევარმცველი იტალიური კლუბის 19-წლამდელებში თამაშობს, ნაკრებში კი ხშირად მცველის ფუნქციებს ითავსებს.

U18-ის მატჩების განრიგი

18 ოქტომბერი. 15:00

საქართველო V აზერბაიჯანი

21 ოქტომბერი. 15:00

საქართველო V აზერბაიჯანი

U18 შემადგენლობა:

მეკარეები: რევაზ კურტანიძე (საბურთალო), დავით იობაშვილი (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (მარტვილი მერანი)

მცველები: თენგიზ გობეშია, გიორგი ცეცხლაძე, ნიკოლოზ ჩიქოვანი (სამივე – დინამო თბილისი), სანდრო ნარიმანიძე, გიორგი მაღრაძე, გიორგი ტაბატაძე (სამივე – საბურთალო), აკაკი გიუნაშვილი (დილა გორი), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია)

ნახევარმცველი: ნიკოლოზ კანტიძე, საბა მაცაბერიძე, გივი ხაჩიძე (სამივე – საბურთალო), გიორგი რობაქიძე, საბა ხარჩილავა, ნიკა ცეცხლაძე (სამივე – დინამო თბილისი), თენგიზ ალიბეგაშვილი (გაგრა), ლაშა შუთიძე (ლოკომოტივი თბილისი)

თავდამსხმელები: სანდრო ავალიანი, მათე ანთია (ორივე – საბურთალო), ნიკა ბულუხაძე (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი)