18-წლამდე ნაკრები ამხანაგური მატჩების სერიას განაგრძობს. გუნდი ლაშა ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით შეიკრიბა და შვეიცარიაში გაემგზავრება, სადაც 26-28 აპრილს, ქალაქ ცუგში, ამ ქვეყნის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება.
ეს გუნდი ივნისიდან 19-წლამდე ნაკრებად გადაკეთდება, 2022 წლის სექტემბერში კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს. ევრო 2023-ის ფინალურ ეტაპს მალტა უმასპინძლებს.
26 აპრილი – შვეიცარია V საქართველო
28 აპრილი – შვეიცარია V საქართველო
U18 | შემადგენლობა
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი) რევაზ კურტანიძე (საბურთალო)
მცველები: რომა მორჩილაძე, არჩილ დათუაშვილი, ლუკა ლაცაბიძე, მუხრან ბაგრატიონი (ოთხივე – დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი)
ნახევარმცველები: ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი, თემურ ნოზაძე, თემურ გოგნაძე, გაბრიელ სიგუა, ლუკა პარკაძე (ყველა – დინამო თბილისი), ლუკა წულუკიძე, გიორგი ტაბატაძე, ჭაბუკი ლაბაძე (ყველა – საბურთალო)
თავდამსხმელები: დავით გოცირიძე, დიმიტრი ღურწკაია, ჯადული იობაშვილი (სამივე – დინამო თბილისი)