პოლონეთში შვიდკაცა რაგბიში 18 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირზე საქართველომ მეოთხე ადგილი დაიკავა.
ახალგაზრდა ქართველმა მოშვიდკაცეებმა „ბ“ ჯგუფში ყველა მატჩი მოიგეს, პირველი ადგილი დაიკავეს და ტურნირის მეორე დღის პირველ თამაშში, რომელიც მეოთხედფინალურ დაპირისპირებას წარმოადგენდა, ბელგია ანგარიშით 21:5 დაამარცხეს. ესპანეთის წინააღმდეგ გამართული ნახევარფინალური შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და საქართველო მხოლოდ ერთი ლელოთი, ანგარიშით 14:19 დამარცხდა. ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ მესამე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს დაუპირისპირდნენ და გამარჯვებამდე აქაც ძალიან ცოტა დააკლდათ – 10:14.
საგულისხმოა, რომ წარსულში, საქართველოსთვის საუკეთესო შედეგი მეშვიდე ადგილის მოპოვება იყო
მესამე ადგილისთვის მატჩი
საქართველო 10-14 საფრანგეთი
ნახევარფინალი
საქართველო 14-19 ესპანეთი
მეოთხედფინალი
საქართველო 21-5 ბელგია
ჯგუფური ეტაპის შედეგები
საქართველო 31-7 ირლანდია
საქართველო 29-10 ლუქსემბურგი
საქართველო 27-12 რუსეთი