საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ 2022 წელს პირველი შეხვედრა გამართა. მისი გუნდი, ცსკა „ვითიბი“ ლიგაზე ერთ-ერთ ლიდერს „სარატოვს“ დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 92-65 დაამარცხა.
შენგელია, რა თქმა უნდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 20:03 წუთი ითამაშა. თორნიკე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ამ დროში 18 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. მან 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 4-ჯერ ისროლა და აქედან 2-ჯერ ზუსტად. თორნიკემ 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 2-ჯერ დაჯარიმდა.
შენგელიას შემდეგ, ყველაზე შედეგიანი გერმანელი ვოიტმანი იყო, რომელმაც 14 ქულა დააგროვა. თორნიკეს გუნდს 10 შეხვედრაში 8 მოგება და 2 წაგება დაუგროვდა და ამ მოგებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
შემდეგ შეხვედრას ცსკა 7 იანვარს ევროლიგაზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს.