18 ქულა 17 წუთში - ესპანეთში დაბრუნებულმა შერმადინმა „ობრადარიო“ დაამარცხა (ვიდეო)
საქართევლოს ნაკრებთან ერთად ჩატარებული წარმატებული ტურნეს შემდეგ გიორგი შერმადინი ესპანეთში დაბრუნდა, სადაც მე-12 ტურის მატჩში მისმა „ტენერიფემ“ „ობრადარიო“ 107:62 დაამარცხა.
გამარჯვებაში გიორგის დიდი წვლილი მიუძღვის. მას მესამე პერიოდის შუაში უკვე 18 ქულა (7-დან 6 ორქულინი, 6-დან 6 საჯარიმო), 6 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა. თამაშის ბედი ნაადრევად გადაწყდა და მწვრთნელმა ხესუს ვიდორეტამ ქართველი ბოლო 15 წუთში აღარ ათამაშა. საბოლოოდ კი გიომ მოედანზე 17 წუთი გაატარა.
შერმადინი 18 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა, ვიცე-სნაიპერი კი მისი ფინელი თანაგუნდელი სასუ სალინი იყო – 6-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და მატჩი 15 ქულით დაასრულა.
„ტენერიფეს“ ესპანეთის ჩემპიონატში 12 ტურის შემდეგ 11 მოგება აქვს და მადრიდის „რეალის“ (12/0) შემდეგ მეორე პოზიციაზეა.