ფინელი პილოტი კიმი რაიკონენი, 17-წლიანი პაუზის შემდეგ, „ზაუბერის“ ბოლიდის საჭესთან დაჯდა. შვეიცარიული საჯინიბოს ავტომობილით ჩატარებული ტესტების ვიდეოფრაგმენტი ფორმულა 1-ის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა.
რაიკონენი „ზაუბერთან“ ერთად „პირელის“ (Pirelli) საბურავების ტესტებს გადის, რომელსაც აბუ დაბი მასპინძლობს.
შეგახსენებთ, რომ ფინელი 2001 წელს, სწორედ „ზაუბერში“ იწყებდა კარიერას ფორმულა 1-ში. ის ასევე გამოდიოდა „მაკლარენში“, „ლოტუსსა“ და „ფერარიში“. ამ უკანასკნელის რიგებში კიმი 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.
წლევანდელი სეზონის შემდეგ, რაიკონენმა დატოვა „ფერარი“ და „ზაუბერში“ გადავიდა.