17 წლის ენდრიკი პირველად გამოიძახეს ბრაზილიის ნაკრებში #1TVSPORT
17 წლის ენდრიკი პირველად გამოიძახეს ბრაზილიის ნაკრებში #1TVSPORT

ნოემბერში სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაგრძელდება. ბრაზილიის ნაკრებმა ფერნანდო დინიზის ხელმძღვანელობით მეხუთე და მეექვსე ტურებისთვის შემადგენლობა დაასახელა. „პალმეირასის“ 17 წლის ფორვარდი და მადრიდის „რეალის“ მომავალი ფეხბურთელი ენდრიკი პირველად გამოიძახეს ბრაზილიის ნაკრებში. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა რონალდოს (1993) შემდეგ, ვისაც ეროვნულ გუნდში დაუძახეს.

მეკარეები – ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლუკას პერი (ბოტაფოგო);

მცველები – ბრემერი (იუვენტუსი, იტალია), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი, ინგლისი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ნინო მოტა (ფლუმინენსე), ემერსონ როიალი (ტოტენჰემი, ინგლისი), კარლოს აუგუსტო (ინტერი, იტალია), რენან ლოდი (მარსელი, საფრანგეთი);

ნახევარმცველები – ანდრე ნეტო (ფლუმინენსე), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი, ინგლისი), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა, ინგლისი), ჟოელინტონი (ნიუკასლი, ინგლისი), რაფაელ ვეიგა (პალმეირსი);

ფორვარდები – როდრიგო, ვინისიუსი (ორივე – რეალი, ესპანეთი), ენდრიკი (პალმეირასი), გაბრიელ ჟესუსი (არსენალი, ბრაზილია), გაბრიელ მარტინელი (არსენალი, ინგლისი), ჟოაო პედრო (ბრაიტონი), პაულინიო (ატლეტიკო მინეირო), პეპე (პორტუ, პორტუგალია), რაფინია (ბარსელონა, ესპანეთი).

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის რანგში ბრაზილიის ნაკრები 17 ნოემბერს სტუმრად ითამაშებს კოლუმბიასთან, 22 ნოემბერს კი შინ მიიღებს არგენტინას. ფერნანდო დინიზის გუნდი შესარჩევში ოთხი ტურის შემდეგ შვიდი ქულით მესამე ადგილზეა.