17 წლის ათუკა ბახტაძე ამერიკულ „დრიმ სიტი კრისტიანში“ ითამაშებს #1TVSPORT
213 სმ სიმაღლის კალათბურთელი ათუკა ბახტაძე კარიერას ამერიკის კოლეჯების ლიგაში განაგრძობს. 17 წლის ნიჭიერი ქართველი წინახაზელი არიზონის შტატის ქალაქ გლენდეილში, „დრიმ სიტი კრისტიანის“ სასწავლებელში ჩაირიცხა.
იგი ლიეტუვის „ჟალგირისის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, პარალელურად კი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობდა. საქართველოს ეროვნული გუნდის ვარჯიშებზე მას მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი რეგულარულად იძახებდა.
„დრიმ სიტიმ“ კოლეჯების ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე ორი მატჩი გამართა, დაამარცხა „ბალბოა რაფრაიდერსი“ (101:57) და „კოლორადო პრეპი“ (83:63), უახლოესი მატჩი კი 16 ნოემბერს „სიტი კრისტიანთან“ ელის.