17-წლამდელთა ნაკრებმა ბოლო შეკრება დაიწყო – ელიტ-რაუნდამდე გოგონები აზერბაიჯანს შეხვდებიან

20:55, 10.03.2019

ევრო2019-ის ელიტ-რაუნდისთვის საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა ბოლო მოსამზადებელ შეკრება თბილისში დაიწყო, რომელიც 18 მარტამდე გაგრძელდება.

ლევან ბაჯელიძის გუნდი შეკრების დროს აზერბაიჯანის 17-წლამდელებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – თამაშები თბილისში, სფფ-ს ტექნიკური ცენტრის „ბასას“ მოედანზე 13 და 15 მარტს, 14:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ს ცნობით, შეკრებაზე საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებში მთავარმა მწვრთნელმა 21 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ლანა მჟავია (ქსკ „ლანჩხუთი“);

მცველები: ნუცა გურიელიძე (ქსკ „ნორჩი დინამო“, თბილისი), ელენე რაუხი (ქსკ „თბილისის თბილისი“), ქეთევან ცაავა (ქსკ „მართვე“, ქუთაისი), ანა აკობიძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ანა ძაძუა (ქსკ „თბილისის თბილისი“);

ნახევარმცველები: ნათია დანელია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), მაიკო ბებია (ქსკ „ნიკე“, თბილისი), ანა წულაია (ქსკ „კოლხეთი“, ხობი), მეგი გოცირიძე (ქსკ „თბლისის თბილისი“), ანასტასია ბოლქვაძე (ქსკ „ნიკე“, თბილისი), მეგი ეჯიბია (ქსკ „ნიკე, თბილისი), სალომე თოდუა (ქსკ „კოლხეთი“, ხობი), ელენე კახნიაშვილი (ქსკ „ნორჩი დინამო“)

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ქსკ „ლანჩხუთი“), ლიზი მწყერაშვილი (ქსკ „ნიკე“, თბილისი), მარიამ რომანჩუკი (ქსკ „ლანჩხუთი“), ეთერ სულაშვილი („გორი-იუნაიტედი“), მარიამ მოდრეკილაძე („ნორჩი დინამო“).

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება, 2018 წლის ოქტომბერში, ჰოლანდიაში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა. ქართველი გოგონების მეტოქეები იყვნენ ჰოლანდიის, შვედეთისა და ლატვიის ნაკრები გუნდები. 19 მარტს გამთენიისას, გუნდი უნგრეთში გაემგზავრება, სადაც პირველად, საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ელიტ-რაუნდში იასპარეზებს.

ელიტ-რაუნდში, კი რომელიც უნგრეთის დედაქალაქში, 21-27 მარტს ჩატარდება ქართველი გოგონები I ჯგუფში იასპარეზებენ ინგლისის, მასპინძლი უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად.

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები ელიტ-რაუნდს 21 მარტს ინგლისთან თამაშით გახსნის, 24 მარტს საბერძნეთს შეხვდება, ხოლო 27-ში მასპინძელ უნგრეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი