ბელარუსის დედაქალაქ მინსკში „განვითარების თასის“ ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა.
საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა დღეს მესამე შეხვედრა უკრანასთან ჩაატარა.
ყაზახეთთან (3:2) და მოლდოვასთან (3:0) მოგების შემდეგ გიორგი ნემსაძის გუნდმა პირველად წააგო. უკრაინელებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს, 59-ე წუთზე კი უპირატესობა გაზარდეს. სამ წუთში ხვიჩა კვარაცხელიამ სხვაობა შეამცირა, თუმცა 65-ე წუთზე მეტოქემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ, 3:1 გაიმარჯვა.
ამგვარად, საქართველო პლეი ოფში გავიდა, მაგრამ მხოლოდ მე-4, მე-6 ადგილისთვის იბრძოლებს. მთავარ პრიზს კი ჯგუფის გამარჯვებულები ისრაელი, ბელარუსი და უკრაინა გაითამაშებენ.