17-წლამდელებმა ელიტრაუნდი გერმანიასთან მარცხით დაიწყეს #1TVSPORT
17-წლამდელებმა ელიტრაუნდი გერმანიასთან მარცხით დაიწყეს #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, 21 მარტს შოტლანდიაში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მე-3 ჯგუფის პირველი მატჩი გერმანიასთან გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3.

ფოლკერკ სთეიდიემზე“ გამართულ შეხვედრაში გერმანელები 26-ე წუთზე დაწინაურდნენ – ვიტალი ბეკერის პასით ანგარიში ტომ ბიშოფმა გახსნა. 78-ე წუთზე გერმანელებმა უპირატესობა გაზარდეს. სამუელე დი ბენედეტოს გადაცემით ნელსონ ვაიპერმა გაიატანა 2:0. საბოლოო ანგარიში კი 87-ე წუთზე მორის კრატენმახერმა დააფიქსირა 3:0 გერმანიის სასარგებლოდ.

გიორგი ჩიტაურის გუნდი მეორე ტურის შეხვედრას 26 მარტს გამართავს და ჩეხეთს დაუპირისპირდება, რომელიც ჯგუფის მეორე შეხვედრაში ელიტ რაუნდის მასპინძელ შოტლანდიას დაუზავდა 2:2. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთი მილოშ პუდილის (40) და იან პალუშკას (44) გოლებით შესვენებამდე 2:0-ს იგებდნენ. მაგრამ უილსონმა 72-ე წუთზე ჯერ ანგარიში შეამცირა, ხოლო 90+3-ე წუთზე გაათანაბრა და შოტლანდიას ქულა მოუტანა.

ევრო 2022. ელიტრაუნდი. U17

საქართველო – გერმანია 0:3

გოლი: 0:1 ტომ ბიშოფი (26. ვიტალი ბეკერის პასით), 0:2 ნელსონ ვაიპერი (78. სამუელე დი ბენედეტოს პასით), 0:3 მორის კრატენმახერი (87)

საქართველო: კოპალიანი, ნარიმანიძე, ხარჩილავა, ჩიხაძე, ტაბატაძე (78. ბასილაძე), ლორქიფანიძე, ციკოლია, ალიბეგაშვილი (78. გადილია), პარკაძე (89. ფარცვანია), სიგუა (84. ნინიძე), რობაქიძე

სათადარიგოები: ბედიაშვილი, გიუნაშვილი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური

გაფრთხილებები: ტაბატაძე (58), იბრაჰიმოვიჩი (60)

2 ტური. 26 მარტი

საქართველო – ჩეხეთი

შოტლანდია – გერმანია