საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ იმ ფეხბურთელთა გვარები დაასახელა, რომლებიც 17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის მოემზადებიან. გუნდი თბილისში შეკრიბა, რომელიც 17 მარტამდე ივარჯიშებს, შემდეგ კი პოლონეთში გაემგზავრება.
მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გულიაშვილი და ლუკა-სებასტიან შვარცი ნაკრებს საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდებიან.
მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა კუტალაძე (დინამო თბ);
მცველები: ირაკლი აზაროვი, სანდრო კალანდაძე (ორივე – დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი),საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო);
ნახევარმცველები: ცოტნე ჩოთალიშვილი, ნიკოლოზ ტალახაძე, შოთა ნონიკაშვილი (სამივე – საბურთალო), ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მირზიკაშვილი (ორივე – დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკოლოზ მემარნე (იბერია 2010), ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია);
თავდამსხმელები: ელგუჯა ჯანგველაძე, ხვიჩა კვარაცხელია (ორივე – დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი, ლადო ჩიხრაძე (ორივე – საბურთალო), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (იბერია 2010).
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდის პირველ მატჩს 21 მარტს მასპინძელ პოლონეთთან გამართავს. 24 მარტს – ირლანდიას, ხოლო 27 მარტს – მაკედონიას.