დღეს, საღამოს, საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები შეიკრიბება და ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის მზადებას დაიწყებს. მინი-ტურნირს პოლონეთი უმასპინძლებს. მასპინძლების გარდა, ჯგუფში საქართველოს მეტოქეები არიან ირლანდია და მაკედონია.
გიორგი ნემსაძის გუნდი ჯერ თბილისში შეიკრიბება, 16 მარტს კი პოლონეთში გაემგზავრება და მზადებას ადგილზე გააგრძელებს. თამაშები 21, 24 და 27 მარტს ლეგნიცას და გლოგუვის სტადიონზე გაიმართება.
უეფას გადაწყვეტილებით, მიმდინარე ციკლიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 8 გუნდის ნაცვლად, 16 ითამაშებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ელიტ რაუნდის ჯგუფიდან ერთის ნაცვლად, ორი საუკეთესო მოხვდება ეს კი საქართველოს ნაკრებისთვის მშვენიერი შანსია.
თამაშების განრიგი ასეთია:
21 მარტი
საქართველო U17 – პოლონეთი U17
ირლანდია U17 – მაკედონია U17
24 მარტი
საქართველო U17 – ირლანდია U17
პოლონეთი U17 – მაკედონია U17
27 მარტი
საქართველო U17 – მაკედონია U17
პოლონეთი U17 – ირლანდია U17