საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრები 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში ლატვიას დაუპირისპირდა, 2:0 მოუგო და ელიტ-რაუნდში გასვლის შანსს ინარჩუნებს.
ბალტიისპირელებთან ანგარიში მე-8 წუთზე ნათელა წოწერიამ გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში მე-17 წუთზე ნათია დანელიამ დააფიქსრა 2:0.
მინი-ტურნირის პირველი მატჩი ჩვენმა გოგონებმა მასპინძელ ჰოლანდიასთან 0:16 წააგეს, მაგრამ მოულოდნელად, მეორე ტურში ქალთა ფეხბურთის გრანდის, შვედეთის 17-წლამდელებთან ფრედ 1:1 ითამაშეს.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ჰოლანდია შვედეთს დაუზავდა 1:1. საბოლოოდ, ჩვენი ჯგუფის სატურნირო ცხრილმა ასეთი სახე მიიღო:
ჰოლანდია 7 ქულა
შვედეთი 5
საქართველო 4
ლატვია 0
ტურნირის დებულების მიხედვით, შემდეგ ეტაპზე 4 საუკეთესო მე-3 ადგილზე გასული გუნდი გადის. საუკეთესოები კი პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებთან მოპოვებული ქულების მიხედვით გამოვლინდება.
საქართველო საუკეთესოებშია და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებს. ახლა უნდა დაველოდოთ მე-7 ჯგუფის მატჩებს – ჩვენი გოგონების ელიტ-რაუნდში გასვლა ამ ჯგუფის შედეგებზეა დამოკიდებული.