საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები მარტში ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ითამაშებს. გიორგი ნემსაძის გუნდი ტურნირისთვის ემზადება.
12 თებერვალს გიორგი ნემსაძის გუნდმა თბილისის ზღვასთან მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე ავსტრიის 17-წლამდელებთან ამხანაგად ითამაშა. შეხვედრა ქართველთა უპირატესობით დაიწყო და მე-8 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში 1:0 გახსნა. ამის შემდეგ ანგარიში ტობიას კოხმა გაათანაბრა, ხოლო მარსელ ჰონსბერგერმა გუნდი 1:2 დააწინაურა.
მეორე ნახევარში ტრავმის გამო, გუნდს კაპიტანი ზურიკო დავითაშვილი გამოაკლდა, ავსტრიელებმა კი კიდევ ორჯერ გაიტანეს.
საქართველო U-17: ხარშილაძე, ჩარკვიანი, გელაშვილი, კალანდაძე, აბზიანიძე, აზაროვი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია.
შეცვლაზე: ბაქრაძე, ჯანგველაძე, დეკანოსიძე, ჩიხრაძე.
საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ავსტრიასთან მეორე ამხანაგური მატჩს 15 თებერვალს გამართავს. შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება.