17-წლამდე ნაკრები შოტლანდიაში მიემგზავრება - გუნდი ელიტ რაუნდისთვის მზადებას ასრულებს #1TVSPORT
21 მარტს შოტლანდიაში საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები მიემგზავრება და ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მატჩებს ჩაატარებს. გიორგი ჩიტაურის გუნდი 23, 26 და 29 მარტს – გერმანიას, ჩეხეთსა და ელიტ რაუნდის მასპინძელს, შოტლანდიას დაუპირისპირდება.
17-წლამდელებმა ელიტ რაუნდის საგზური უნგრეთში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული მეორე ადგილით მოიპოვეს. 2022 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს, ისრაელი 16 მაისიდან, პირველ ივნისამდე უმასპინძლებს.
U17 შემადგენლობა:
მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (დინამო თბილისი)
მცველები: საბა ხარჩილავა, აკაკი გიუნაშვილი, თენგო გობეშია (სამივე – დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი ტაბატაძე (ორივე – საბურთალო), ალექსნადრე ჩიხაძე (მერანი მარტვილი), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია)
ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი, გაბრიელ სიგუა, ლაშა გადილია, გიორგი რობაქიძე, ნიკოლოზ ნინიძე, ნიკოლოზ ცეცხლაძე (ყველა – დინამო თბილისი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა)
თავდამსხმელები: გიორგი ფარცვანია, ლუკა პარკაძე (ორივე – დინამო თბილისი)
U17 ელიტ რაუნდის მატჩების განრიგი
23 მარტი
გერმანია V საქართველო
26 მარტი
ჩეხეთი V საქართველო
29 მარტი
საქართველო V შოტლანდია