17-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციო რაუნდს იწყებს - პირველი მეტოქე ისრაელი იქნება #1TVSPORT
25 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩს ჩაატარებს, მანამდე კი გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა.
გიორგი ხიზანიშვილის გუნდი ხვალ, 18:00 საათზე, მესამე ჯგუფის პირველ მატჩს რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე ჩაატარებს. საქართველოს 17-წლამდე ეროვნული გუნდი ისრაელის 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ. საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს, სადაც ჩვენი ასაკობრივი გუნდი – ისრაელს, ინგლისს და ლიეტუვას დაუპირისპირდება.
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრების მატჩების კალენდარი
25 ოქტომბერი, 18:00
საქართველო – ისრაელი
28 ოქტომბერი, 18:00
საქართველო – ინგლისი
31 ოქტომბერი. 18:00
საქართველო – ლიეტუვა
U17 | შემადგენლობა:
მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), მათე საური (დინამო თბილისი)
მცველები: დავით ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, ლუკა შაშიაშვილი, ნიკა ბენდიანიშვილი, რატი გრიგალავა (ყველა – დინამო თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი (ორივე – საბურთალო), თორნიკე მინდიაშვილი (ჰორტა, ესპანეთი), გიგი გოგია (ფლიტვუდ თაუნი, ინგლისი), გიორგი გოგატიშვილი (ლოკომოტივი თბილისი)
ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუბუტეიშვილი, ავთო მაშავა, საბა სამუშია, თემურ ოდიკაძე, ვახო სალია (ყველა – დინამო თბილისი), დათა ინაიშვილი, საბა გეგუჩაძე, დანიელ ქვარცხავა, გიორგი გოგსაძე (ყველა – საბურთალო)
თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია (დინამო თბილისი), გიორგი ხინთიბიძე (კოლხეთი 1913).