17 ნოემბრის განრიგი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე | ბუქარესტი 2018
17 ნოემბრის განრიგი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე | ბუქარესტი 2018

დღეს, ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე, თავის შეხვედრებს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ფალავნები გამართავენ და საქართველოსთვის მედლების მოტანას შეეცდებიან.

საქართველოს სახელით ამირან ვახტანგიშვილი (61 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), საბა ჩიხრაძე (86კგ.), ირაკლი მწითური (92 კგ.) და როლან ანდრიაძე (125 კგ.) იასპარეზებენ. შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ორი ქართველ ფალავანი, ნიკა კენჭაძე (79 კგ.) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არიან.

კენჭაძე რუსეთის წარმომადგენე გაჯი ნაბიევს, ხოლო მაჭარაშვილი ამერიკელ კოლინ მოორს დაეჭიდება.

ფინალები დღეს თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება. შეხვედრების ხილვა ამ ბმულზე შეგიძლიათ, ხოლო განრიგს კი აქ იხილავთ.