17 მილიონი ქართული ფეხბურთისთვის - „ჰეთ-თრიქით“ უეფა-მ 2,5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა #1TVSPORT
უეფა-ს გვერდზე დეტალურად განმარტეს გადაწყვეტილება, თუ რა პროგრამებს მოხმარდება ეროვნული ფედერაციებისთვის განკუთვნილი 17 მილიონი ევრო.
ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უეფა-ს წევრ ქვეყნებს (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ესწრებოდნენ პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე) ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ უეფა-ს 46-ე კონგრესზე აცნობეს.
2024-2028 წლებში, „ჰეთ-თრიქის“ სოლიდარობის და განვითარების პროგრამის ჯამური ბიუჯეტი უეფა-მ 21 პროცენტით გაზარდა. ამრიგად, თითოეულ ასოციაციას, 4 წლის განმავლობაში მაქსიმუმ 17 მილიონი ევროს მიღება შეუძლია. პროგრამა მხარს უჭერს უეფა-ს წევრ ასოციაციებს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში.
ამრიგად, თითოეულ ეროვნულ ასოციაციას ოთხი წლის განმავლობაში 17 მილიონი ევროს მიღება შეეძლება. პროგრამა დაეხმარება უეფას წევრ ასოციაციებს საგანმანათლებლო და განვითარების პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა გოგონებისა და ბიჭების ფართომასშტაბიანი ინიციატივები, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამები, მსაჯებისა და მწვრთნელების მომზადება და ფეხბურთის ინფრასტრუქტურის (მოედნების, სტადიონების, საწვთნელი ცენტრების, შტაბის-ბინების) მშენებლობის დაფინანსება. 2004 წელს დაარსების დღიდან „ჰეთ-თრიქის“ დახმარების პროგრამით უეფა-მ ევროპულ ფეხბურთში თითქმის 2,5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.