დღეს, საქართველოს 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები მორიგ შეკრებას იწყებს. გუნდი სასტუმრო „მოხალისეში“ დაბინავდა და ერთი კვირის განმავლობაში ივარჯიშებს. 11 თებერვალს კი ზვიად ჯელაძის გაწვრთნილები ლუქემბურგში გაემგზავრებიან და მათ 16-წლამდელებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.
შეხვედრები 13 და 15 თებერვალს გაიმართება. მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე 25 ფეხბურთელი გამოიძახა და ლუქსემბურგში წასაყვანთა ვინაობას მათგან შეარჩევს.
მეკარეები: ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), ავთო კაპანაძე (ჩიხურა);
მცველები: ზურაბ ერაძე, ლაშა კვარაცხელია, ლუკა ხორავა (სამივე – დინამო თბ), ზურაბ ლატარია, საბა მამაცაშვილი, ანდრია დევდარიანი (სამივე – საბურთალო), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ნიკოლოზ არველაძე (დინამო კიევი, უკრაინა),
ნახევარმცველები: თორნიკე მორჩილაძე, ბაკურ ჯინჯოლავა, გიორგი მირზიკაშვილი, გიორგი აბუაშვილი, დავით ზურაბიანი, მურთაზ სანებლიძე, ლევან ოსიყმაშვილი (ყველა – დინამო თბ), ნიკა ტალახაძე, ლუკა უთმელიძე (ორივე – საბურთალო), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია);
თავდამსხმელები: ავთო თოხაძე (ტორპედო), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (მილანი, იტალია).
ნაკრებში ამ ასაკისთვის უჩვეულოდ ბევრი ლეგიონერია: მაგრამ თვალში რა თქმა უნდა ის მოგვხვდა, რომ გუნდშია თავდამსხმელი გვარად ხვედელიძე, რომელიც იტალიური გრანდის, ”მილანის” ასაკობრივ გუნდში თამაშობს.